saqarTvelos qedebi - sawereqos qedi
ქედი ასხის მასივის სამხრეთით. თანდათანობით მაღლდება ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ (საშუალო სიმაღლე 2100 მ, მაქსიმალური 2441 მ). აგებულია ცარცული კირქვებით, რის გამო მისი ბრტყელი თხემი და კალთები დაცხრილულია კარსტული ფორმებით, რომელთა შორის გაბატონებულია კარსტული ძაბრები (სასულეები). საწერექოს ქედი შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახმცენარეულობით.